კიდევ ერთი წელი ქუჩაში და საპროტესტო მოძრაობა, რომელიც კვლავ გრძელდება - ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, მათი მთავარი მიზანი ერთმანეთში საერთო ენის გამონახვა და საპროტესტო მოძრაობის გაფართოება იქნება. ხელისუფლების ოპონენტებს სჯერათ რომ თუ პოლიტიკური ძალები საკუთარ ამბიციებზე წინ ხალხის დაკვეთასას დააყენებენ, 2026 წელს „ქართული ოცნება“ მეტად დასუსტდება.