ჩაერთვება თუ არა ე.წ აკრძალული ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების საქმის გამოძიებაში საერთაშორისო მხარე - ქართული ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლურ ინსტანციებს საქმის შესწავლის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ - Palitra News

ჩაერთვება თუ არა ე.წ აკრძალული ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების საქმის გამოძიებაში საერთაშორისო მხარე - ქართული ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლურ ინსტანციებს საქმის შესწავლის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ

2025-12-23 09:23:47+04:00

ჩაერთვება თუ არა ე.წ აკრძალული ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების საქმის გამოძიებაში საერთაშორისო მხარე - ქართული ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლურ ინსტანციებს საქმის შესწავლის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ. ინიციატივის ავტორები ფიქრობენ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ, არათუ საზოგადოების მაღალი ინტერესი დააკმაყოფილა, არამედ კიდევ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. ოპოზიციური პარტიები და საექპერტო წრეები თვლიან რომ ის ვინც საერთაშორისო მხარეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით უნდა მიმართავდეს საქართველოს ხელისუფლებაა, თუმცა მათივე შეფასებით, ქართული ოცნების დუმილი საგულისხმო და ნიშანდობლივია. თავად ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საკითხს საერთაშორისო განზომილება მიეცემა. როგოც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, ხელისუფლება „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას შესაბამის ორგანოებში აპირებს.