სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნა სამხრეთ ოსეთისთვის კვლავ საკვანძო საკითხად რჩება, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი მსგავსი დადებითი მოვლენა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნაა, რომელიც საგუშაგოს გახსნის ინიციატორია. კოჩიევმა აღნიშნა, რომ გახარიას წინააღმდეგ ბრალდების ერთ-ერთი პუნქტი საგუშაგოს გახსნით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა წარმოადგენს. „ჩვენთვის ამ საგუშაგოს სრულად მოხსნისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გასვლის ალტერნატივა არ არსებობს“, - აცხადებს კოჩიევმა.