ComCom-ის მედიალაბმა მეთერთმეტე „იდეადრომის“ გამარჯვებული სტარტაპერები დააჯილდოვა - Palitra News

ComCom-ის მედიალაბმა მეთერთმეტე „იდეადრომის“ გამარჯვებული სტარტაპერები დააჯილდოვა

2025-12-23 09:26:06+04:00

ComCom-ის მედიალაბმა მეთერთმეტე „იდეადრომის“ გამარჯვებული სტარტაპერები დააჯილდოვა. პირველ ადგილზე ჟიურის გადაწყვეტილებით გუნდი „ლიანები“ გავიდა, რომელმაც 7000ლარი მიიღო, მეორე ადგილის მფლობელი გუნდი „სილედუ” კი აუდიტორიამ ხმის მიცემით გამოავლინა და მათ 3000 ლარი გადაეცათ. "იდეადრომი" უკვე მეთერთმეტედ ჩატარდა და სტარტაპ იდეების კონკურსის თემებს ციფრული კომუნიკაცია, AI, კიბერუსაფრთხოება, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ წინა კონკურსებში მონაწილე არაერთმა გუნდმა, შექმნილი პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანაც შეძლეს.