აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. თავის მხრივ, მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიების დეტალები აღწერა, რომელზეც უკრაინული, ევროპული და ამერიკული მხარეები მუშაობენ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიებს ცალკე გამოყოფს.