საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია თუ რომელ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
ლილუაშვილის თქმით, ის ჩვენებას პირველად აძლევს.
“ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ელოდება თუ არა ის რომ უწყებიდან გამოსვლის შემდგომ, ბრალდებულის სტატუსი ჰქონდეს, ლილუაშვილმა უპასუხა: „ყველაფერი ღვთის ნებაა“.