გრიგოლ ლილუაშვილი კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ბრალის წაყენებას - ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ - Palitra News

გრიგოლ ლილუაშვილი კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ბრალის წაყენებას - ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ

2025-12-23 10:56:17+04:00

როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი, ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში განუცხადა, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფება.

„როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი. ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით, მართლა არ ვიცი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, პირველად აძლევს თუ არა ის ჩვენებას, მან დადებითი პასუხი გასცა. „არ ვიცი რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია... პირველად ვარ, ხომ გაიგებდით, როგორც დღეს გაიგეთ, ისე გაიგებდით“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის წაყენებას, ლილუაშვილმა ასე უპასუხა:

„ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.