ერთობისა და ერთიანობის იდეა ოპოზიციურ პარტიათა შორის კვლავ აქტიურია - Palitra News

ერთობისა და ერთიანობის იდეა ოპოზიციურ პარტიათა შორის კვლავ აქტიურია

2025-12-23 12:46:02+04:00

ერთობისა და ერთიანობის იდეა ოპოზიციურ პარტიათა შორის კვლავ აქტიურია, თუმცა იდეის განხორციელების პერსპექტივები ბუნდოვანი.. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საერთო მიზნებიდან გამომდინარე, მოსაზრებების შეჯერებასა და საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას გეგმავენ. საკითხი ზურაბ ჯაფარიძემაც გააქტიურა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მან კონკრეტულ სტრატეგიაზე შეთანხმება ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად დაასახელა და განმარტა, რომ საკუთარ ხედვაზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს.