საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს შეხვდა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ხაბეიშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წამებასთან გათანაბრებულ მდგომარეობაშია, რადგან ოჯახთან კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევა. უფლებადამცველმა სახალხო დამცველის მხრიდან საკითხით დაინტერესება დადებითად შეაფასა, თუმცა იქვე დასძინა, რომ აუცილებელია დიალოგს, ქმედითი ნაბიჯები მოჰყვეს. ხაბეიშვილს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავებიან.