ევროკომისიის ანგარიში, განსხავებული შეფასებები და მოლოდინები ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერებასთან დაკავშირებით - Palitra News

ევროკომისიის ანგარიში, განსხავებული შეფასებები და მოლოდინები ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერებასთან დაკავშირებით

2025-12-23 12:48:02+04:00

ევროკომისიის ანგარიში, განსხავებული შეფასებები და მოლოდინები ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერებასთან დაკავშირებით - ბრიუსელის არასამრთლიან მიდგომასა და ევროკავშირში არსებულ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს ქართული ოცნება. ამავდროულად, შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. ევროკომისია ქართულ მხარეს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. უვიზო მიმოსვლის შესახებ მერვე ანგარიშში განმარტებულია, რომ საქართველომ რიგი მიმართულებით რეგრესი განიცადა, მათ შორის, მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე. ახალი წესების შესაბამისად, უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შესაძლოა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებზე გავრცელდეს, მეორე ეტაპზე კი - მოსახლეობაზე.