გეგმის 20 პუნქტი და სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დადებითი დინამიკა - ასეთია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე დაწყებული მოლაპარაკებების უახლესი შეჯამება. მსჯელობა კვლავ უსაფრთხოების გარანტიებზე მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე კომპონენტი დაასახელა. მათ შორის, ევროკავშირში წევრობაა. უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის, შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენ. კონსტრუქციულად და პროდუქტიულად შეფასებული შეხვედრები და სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმების მიღწევის პერსპექტივები - ლაკო ვარშანიძეს მოვუსმინოთ.