ვატო სურგულაძე კახა კალაძეს - თბილისი 4 დღე მუმბაიზე უფრო უარეს დღეში იყო ჰაერის სისუფთავით, გავაკეთეთ ამის ანალიზი, რატომ ხდება? - Palitra News

ვატო სურგულაძე კახა კალაძეს - თბილისი 4 დღე მუმბაიზე უფრო უარეს დღეში იყო ჰაერის სისუფთავით, გავაკეთეთ ამის ანალიზი, რატომ ხდება?

2025-12-23 12:58:21+04:00

თბილისი 4 დღე მუმბაიზე უფრო უარეს დღეში იყო ჰაერის სისუფთავით, გავაკეთეთ ამის ანალიზი, რატომ ხდება? შესაბამისად, ამის გამო იზრდება მერე ონკოლოგიური დაავადების, სასუნთქი სისტემის [პრობლემები], - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატმა ვატო სურგულაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ანგარიშს წარადგენს და 2026 წლის ბიუჯეტი დასამტკიცებლად განიხილება.

სურგულაძის თქმით, ანგარიშის წარდგენის პარალელურად, მნიშვნელოვანია არსებულ პრობლემებზე საუბარიც.

„მოვუსმინე ანგარიშს, ძალიან ბევრი საინტერესო რამ იყო. კარგია, ხოლმე წინასწარ, 1 დღით მაინც რომ გვქონდეს ანგარიში. შეკითხვები მაქვს ძალიან ბევრი. ბატონი კახa, ალბათ, გეწვევით და გამონახავთ ჩემთვისაც დროს, რომ უფრო მეტი შეკითხვა დავსვა.

ძალიან კარგია რაც გაკეთდა, მივესალმები და მიხარია ჩვენი ქალაქი, მაგრამ ზოგჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რა პრობლემები გვქონდა. მიმუშავია სახელმწიფო სტრუქტურაში და არ არის პრობლემა, ზოგჯერ რაღაც ვერ კეთდება, არ გაკეთდება, მაგრამ ამაზე თუ არ ვისაუბრეთ… 4 დღე თბილისი მუმბაიზე უფრო უარეს დღეში იყო ჰაერის სისუფთავით, გავაკეთეთ ამის ანალიზი, რატომ ხდება? შესაბამისად, ამის გამო იზრდება მერე ონკოლოგიური დაავადების, სასუნთქი სისტემის [პრობლემები]. მოგვიწევს სკრინინგის პროგრამის შემოტანა, ალბათ, აპრილის ან მარტის თვეში, ისევ და ისევ ფილტვის კიბოს შესაბამისად”,- განაცხადა ვატო სურგულაძემ.