ყოველ ერთნახევრ მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის - Palitra News

ყოველ ერთნახევრ მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის

2025-12-23 13:40:54+04:00

ყოველ ერთნახევრ მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის. საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია. მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 1 997 295 მანქანა მოძრაობს, აქედან 849 204 ერთეული, ანუ მთლიანი რაოდენობის 42.4% თბილისში. თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ ყოველ 1.5 მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 1.8 მოქალაქეზე ერთ მანქანას შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს, აქედან დედაქალაქში - 1 282 600. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, საქსტატის მონაცემებით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ავტომობილი იმერეთში მოძრაობს - 214 364 ერთეული, შემდეგია ქვემო ქართლი - 165 738; კახეთი - 152 139 ერთეული, ხუთეულში შედის აჭარა,სადაც 132 277 მანქანაა რეგისტრირებული.