„თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით 11 თვეში ბიუჯეტში 14 მილიონ ლარზე მეტი შევიდა - Palitra News

„თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით 11 თვეში ბიუჯეტში 14 მილიონ ლარზე მეტი შევიდა

2025-12-23 13:41:34+04:00

ავტომობილების ასეთი რაოდენობის ფონზე, რა გასაკვირია, რომ „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით 11 თვეში ბიუჯეტში 14 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 14 689 431 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 16 მილიონ ლარზე მეტი. ამასთან, წელს მხოლოდ ნოემბერში „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით ხაზინა 2 მლნ ლარზე მეტით შეივსო.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა. უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 245 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი დაახლოებით 203 მილიონი ლარი. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.