მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს შორის, საქართველო რეიტინგში 21-ე ადგილს იკავებს - Palitra News

მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს შორის, საქართველო რეიტინგში 21-ე ადგილს იკავებს

2025-12-23 13:42:18+04:00

მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს შორის, საქართველო რეიტინგში 21-ე ადგილს იკავებს. „თეისთ ატლასი“ წერს, რომ ქართული სამზარეულო ცნობილია ისეთი კერძებით, როგორიცაა ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ქათამი კეცზე და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგში საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მხოლოდ თურქეთი უსწრებს. კერძოდ, თურქული სამზარეულო მე-7 ადგილზეა. რეიტინგის მიხედვით, 2025-2026 წლებში მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყანა იტალიაა. მას მოსდევს საბერძნეთი, პერუ, პორტუგალია, ესპანეთი, იაპონია, თურქეთი და ჩინეთი. ათ საუკეთესო სამზარეულოს შორის მოხვდა ასევე საფრანგეთი და ინდონეზია.