პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო სივრცეში ავიაგამანადგურებლები განალაგა - Palitra News

პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო სივრცეში ავიაგამანადგურებლები განალაგა

2025-12-23 13:49:47+04:00

პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო სივრცეში ავიაგამანადგურებლები განალაგა, - ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო, პოლონეთის საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები აფრინდნენ, ხოლო ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და რადარის სისტემები სამხედრო მზადყოფნაში მოვიდა“, - ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, რუსული ძალების მიერ უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.