სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია, ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს . ვიდრე გენერალური პროკურატურა მისი დაკავების შესახებ გამოაცხადებდა გამოკითხვაზე დაბარებული ლილუაშვილი საგამოძიები ორგანოში თავად მივიდა. სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელისთვის დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა. ყოფილ მაღალჩინოსანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ერთ-ერთი ეპიზოდი ქოლცენტრებს ეხება. კერძოდ, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი თანამზრახველებთან ერთად მფარველობდა ქოლ-ცენტრებს, რომლებიც ოპოზიციურ მედიას აფინანსებდა. სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ ხელმძღვანელს 11-დან 15 წლამდე პატიმრობნა ემუქრება. ქრთამის სახით აღებული მილიონები და ეპიზოდები, რომელსაც პროკურატურა ლილუაშვილის დამნაშავეობის დასადასტურებლად იყენებს. თემის დეტალებით ეკა ლემონჯავა გვიერთდება.