პოლიტიკოსები სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. ქართული ოცნების შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა ნათლად წარმოაჩენს ხელისუფლების ძალისხმევას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მმართველი გუნდის განცხადებით, კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია ვერ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე მასშტაბურ კორუფციულ გარიგებას ეხება. „ტერორი საქართველოში, მმართველობა შიშით, რუსული გზით! „ - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სუს-ის ყოფილი უფროსის დაკავება.