რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 24 დეკემბრის ღამეს უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე საჰაერო ბომბებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქში სამი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმამ ავტოფარეხებში ხანძარი გამოიწვია და ავტომობილები დააზიანა. ფედოროვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების დასადგენად მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.