გრიგოლ ლილუაშვილს მიაჩნია, რომ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ შეიძლება არსებობდეს - ამის შესახებ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დაცვის მხარე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მას საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადასცემია. ამასთანავე, ლილუაშვილის ადვოკატი განმარტავს, რომ სახლიდან ამოღებული მასალები, საქმეში, სავარაუდოდ იქნება, თუმცა მისივე განმარტებით, ეს მასალები არ უკავშირდება სუს-ში საქმიანობს - ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ მასალებში „არაფერია, გარდა პირადი ინფორმაციისა“.