გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ინტერესდება, თუ რატომ დააკავეს ლილუაშვილი დანაშაულის ჩადენიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ და რატომ არ კითხავენ ამ საქმესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერს? ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის - მათივე შეფასებით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაპატიმრება, ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებას უკავშირდება.