შედგება თუ არა კონსულტაციების მეორე ეტაპი ოპოზიციურ პარტიებს შორის და ვიხილავთ თუ არა აღნიშნული ერთობის ლიდერად ზურაბ ჯაფარიძეს - Palitra News

შედგება თუ არა კონსულტაციების მეორე ეტაპი ოპოზიციურ პარტიებს შორის და ვიხილავთ თუ არა აღნიშნული ერთობის ლიდერად ზურაბ ჯაფარიძეს

2025-12-24 09:39:05+04:00

შედგება თუ არა კონსულტაციების მეორე ეტაპი ოპოზიციურ პარტიებს შორის და ვიხილავთ თუ არა აღნიშნული ერთობის ლიდერად ზურაბ ჯაფარიძეს?

ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები არასდროს შეწყვეტილა - მათივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული რეპრესიების შემდეგ მნიშვნელოვანია რომ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები გაერთიანდნენ და წინააღმდეგობის ცენტრი გაფართოვდეს.

ინიციატივა, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში კონსულტაციების და საუბრის დაწყებას გულისხმობს, ზურაბ ჯაფარიძეს ეკუთვნის, პარტია გირჩი მეტი თავისუფკების ლიდერმა საქართველოს მეხუტე პრეზიდენტს საჯაროდ მიმართა და განაცხადა რომ ერთობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიციის მოსმენა საინტერესოა.