ევროკომისიის ანგარიში, განსხავებული შეფასებები და მოლოდინი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით - Palitra News

ევროკომისიის ანგარიში, განსხავებული შეფასებები და მოლოდინი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით

2025-12-24 09:40:40+04:00

ევროკომისიის ანგარიში, განსხავებული შეფასებები და მოლოდინი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით - საქართველოს მმართველი პარტია ბრიუსელის მხრიდან უსამართლო მიდგომებსა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს, თუმცა, ამის საპასუხოდ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოსალოდნელ დაკარგვაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას სწორედ მმართველ პარტიას აკისრებს. აღსანიშნავია, რომ ახალი წესების თანახმად, უვიზო მიმოსვლით სარგებლობა პირველ ეტაპზე შესაძლოა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებზე გავრცელდეს, ხოლო მეორე ეტაპზე, ეს სანქცია შესაძლოა მთელ მოსახლეობას შეეხოს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული და მავნებლური პოლიტიკის შედეგია.