კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტებისთვის ანალიტიკური ნაშრომების კონკურსის „გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი-ს“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და მასში 26 სხვადასხვა უნივერსიტეტის 180-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო.
საკონკურსო თემებს მედია და ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და შესაძლებლობები; ყალბი ინფორმაცია; ასევე, სიძულვილის ენისა და ონლაინ დისკრიმინაციის თვალსაზრისით, მედიაწიგნიერების როლი წარმოადგენდა. გამარჯვებულებს კომუნიკაციების კომისიამ 5000, 3000 და 1500 ლარი გადასცა.