დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება - დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელონ. თავის მხრივ, თავად ლილუაშვილს კი მიაჩნია, რომ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ შეიძლება არსებობდეს. მისი ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ ლილუაშვილის სახლიდან ამოღებული მასალები, საქმეში, სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება, თუმცა მისივე თქმით, ეს მასალები არ უკავშირდება სუს-ში მის საქმიანობს - ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ მასალებში „არაფერია, გარდა პირადი ინფორმაციისა“.