შედგება თუ არა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის და ვიხილავთ თუ არა აღნიშნული ერთობის ლიდერად ზურაბ ჯაფარიძეს?
ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები არასდროს შეწყვეტილა - მათივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული რეპრესიების შემდეგ მნიშვნელოვანია რომ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები გაერთიანდნენ და წინააღმდეგობის ცენტრი გაფართოვდეს.
ინიციატივა, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში კონსულტაციების და საუბრის დაწყებას გულისხმობს, ზურაბ ჯაფარიძეს ეკუთვნის, პარტია გირჩი მეტი თავისუფკების ლიდერმა საქართველოს მეხუტე პრეზიდენტს საჯაროდ მიმართა და განაცხადა რომ ერთობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიციის მოსმენა საინტერესოა.