აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმებაზე აქტიური კონსულტაციები გრძელდება - Palitra News

აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმებაზე აქტიური კონსულტაციები გრძელდება

2025-12-24 13:24:22+04:00

აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმებაზე აქტიური კონსულტაციები გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის ანგარიში მოისმინა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების ყოველი რაუნდი უკრაინის ინტერესების დაცვას ხელს უწყობს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ, მთავარია, რუსეთმა არ ჩაშალოს ეს დიპლომატია. ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, რუსტემ უმეროვისგან და ანდრეი გნატოვისგან ანგარიში მოისმინა.