ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე საჰაერო ბომბებით დაბომბეს. ფედოროვის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქში სამი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმამ ავტოფარეხებში ხანძარი გამოიწვია და ავტომობილები დააზიანა. ფედოროვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების დასადგენად მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 172 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის ორი მოსკოვისკენ მიფრინავდა.