პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დღეს უკვე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია. ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებას არ ელოდა, წაყენებულ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. სისხლისამართლებრივი დევნა 4 ეპიზოდზეა დაწყებული. სუს-ის ყოფილ უფროსს ქრთამის აღებასა და უკანონო საქმიანობების მფარველობას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციითვე, ლილუაშვილის სახელი დაკავშირებულია თაღლითურ ქოლცენტრებთანაც, რომელიც ოპოზიციურ მედიასაშუალებებს აფინანსებდა, მათ ნაწილს კი გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. ქართული ოცნების ყოფილი წევრის დაკავება, მმართველი გუნდის წევრებმა კორუფციასთან ბრძოლის პროცესში, სამართალდამცავი უწყებების წარმატებული მუშაობის შედეგად შეაფასეს. თუმცა, იმას, რასაც ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლით ხსნის, კლანებს შორის დაპირისპირებას მიაწერს ოპოზიცია. მაგდა ბლუაშვილი გვიერთდება თემის დეტალებით.