შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ, საერთო ენის გამონახვასა და მოსაზრებების შეჯერებას - Palitra News

შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ, საერთო ენის გამონახვასა და მოსაზრებების შეჯერებას

2025-12-24 15:52:14+04:00

შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ, საერთო ენის გამონახვასა და მოსაზრებების შეჯერებას?! პოლიტიკური სუბიექტები კვლავ ფიქრობენ, რომ განსხვავებების მიუხედავად, საერთო მიზნის მისაღწევად ძალების გაერთიანება გადამწყვეტია, თუმცა ერთობის პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანი რჩება. ინიციატივა, რომელიც ოპოზიციურ სივრცეში კონსულტაციებისა და დიალოგის დაწყებას გულისხმობს, ზურაბ ჯაფარიძეს ეკუთვნის. პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა ახალი სტრატეგიის შემუშავების მნიშნელობაზე ისაუბა და ამ მიმართულებით პროცესში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების გამართვაც დაანონსა.