კახეთის პოლიციამ ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.დანაშაული 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.