უკრაინის პრეზიდენტმა 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას „ჩარჩო დოკუმენტი“ უწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს ომის დასრულების საბაზისო დოკუმენტია და რუსეთმა ამ გეგმაზე რეაგირება, ამერიკულ მხარესთან შეხვედრის დროს უნდა მოახდინოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებთან ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მზადაა, რათა ტერიტორიული საკითხები განიხილონ.