ანკარასთან ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრია. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორისაა ლიბიის არმიის მეთაური. ლიბიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დროშები ნახევრად დაშვებული იქნება და ყველა ოფიციალური ღონისძიება შეჩერდება. თვითმფრინავი, რომელიც ანკარიდან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ბრუნდებოდა, ღამით, ანკარიდან დაახლოებით 74 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, განაცხადა, რომ ანკარის მთავარმა პროკურატურამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.