მოსკოვში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა - Palitra News

მოსკოვში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა

2025-12-24 15:55:30+04:00

მოსკოვში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა მოსკოვში, ელეცკაიას ქუჩაზე საეჭვო პირი შენიშნეს და როცა მას დასაკავებლად მიუახლოვდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აფეთქების შედეგად ეჭვმიტანილიც დაიღუპა.