ვიქტორ ორბანი - შესაძლოა, 2025 წელი ევროპაში მშვიდობის ბოლო წელი იყო - Palitra News

ვიქტორ ორბანი - შესაძლოა, 2025 წელი ევროპაში მშვიდობის ბოლო წელი იყო

2025-12-24 16:50:53+04:00

შესაძლოა, 2025 წელი ევროპაში მშვიდობის ბოლო წელი იყო, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ამას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ ომს შეჩვეულები ვართ. უკანასკნელი დიდი ომი ევროპაში 1945 წელს დასრულდა და ამის შემდეგ 80 წელი გავიდა. ეს ევროპისთვის იშვიათი მდგომარეობაა. დიდი ხნის განმავლობაში კონტინენტზე ხალხი ომს ბირთვულმა იარაღმა დააშორა. ყველა ფიქრობდა, რომ ნებისმიერი ევროპული კონფლიქტი ბირთვულ მსოფლიო ომში გადაიზრდებოდა. ამ შიშმა 80 წლის განმავლობაში იარსება, მაგრამ ახლა ახალი სამყარო იქმნება“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, „ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილება მიმდინარეობს, რამაც შეიძლება ომი გამოიწვიოს“.

„ევროპაში არსებული სამხედრო დაძაბულობა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის დაკნინების შედეგია. ჩვენ ომს ვუახლოვდებით. გასულ კვირას, ჩვენ ბრიუსელში ომისკენ სვლის ტემპის შენელება შევძელით. იქ ისეთებიც იყვნენ, ვისაც ამ პროცესის აჩქარება სურდათ, მაგრამ მათი დაბლოკვა მოვახერხეთ. დღეს ევროპაში კვლავ ორი ​​ბანაკი არსებობს: „ომის პარტია“ და „მშვიდობის პარტია“. ამ მომენტისთვის ომის მომხრე ძალები უპირატესობას ფლობენ. ბრიუსელს ომი სურს, უნგრეთს კი მშვიდობა“, - აღნიშნა ორბანმა.