2025 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია - Palitra News

2025 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

2025-12-24 20:16:49+04:00

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ - კონკურსში ქვეყნის მასშტაბით 101 გუნდი, სულ 337 მოსწავლე მონაწილეობდა. NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში პირველ ადგილოსანი კონკურსანტები გაემგზავრებიან. მეორე ადგილზე გავიდა გუნდი “არმმო”, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში, ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას ეწვევა მესამე ადგილზე გასული გუნდი. პრიზი ლიბერთი ბანკმა დააწესა, რომელიც ტრადიციას ამ შემთხვევაშიც არ ღალატობს და მესამე ადგილოსან კონკურსანტებს აჯილდოებს.