სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილი აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილი აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

2025-12-25 10:05:09+04:00

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილი აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება თავად ბრალდებულის პოზიციას - ლილუაშვილი აცხადებს, რომ ვიდრე ის საქმის მასალებს არ გაეცნობა, არ აქვს სურვილი სხდომას დაესწროს. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა. „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას, თავად მმართველი გუნდის წევრები კორუფციასთან ბრძოლის წარმატებულ შედეგს უწოდებენ, თუმცა ამის საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ ლილუაშვილის დაკავება „ქართული ოცნების“ შიდაკლანურ დაპირისპირებას უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა მოჩვენებითი პოლიტიკის ნაწილია, რადგან მმართველ პარტიას ამ მიმართულებით აქამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.