რამდენად რეალურია ოპოზიციური პარტიების გაერთიანება - Palitra News

რამდენად რეალურია ოპოზიციური პარტიების გაერთიანება

2025-12-25 10:06:23+04:00

რამდენად რეალურია ოპოზიციური პარტიების გაერთიანება - ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტი აცხადებს, რომ ცალკეულ საკითხში განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, საერთო მიზნის მისაღწევად ძალების გაერთიანება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთიანობის ალბათობა ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანი რჩება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურ სივრცეში კონსულტაციები და დიალოგი დაიწყოს. პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ახალი სტრატეგიის შემუშავების მნიშნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით პროცესში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების დაწყებაც დააანონსა. ამის საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების საკითხს სერიოზულად არ აღიქვამენ. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხის თვალში ოპოზიციის რეპუტაცია ბოლომდე განულდა.