მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ მაღალი სასურსათო ფასების პრობლემაზე ისაუბრა და საქართველოს პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა, ხოლო, სამართალდამცავ უწყებებს, ამ საკითხის დეტალურად მოკვლევა დაავალა - Palitra News

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ მაღალი სასურსათო ფასების პრობლემაზე ისაუბრა და საქართველოს პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა, ხოლო, სამართალდამცავ უწყებებს, ამ საკითხის დეტალურად მოკვლევა დაავალა

2025-12-25 10:07:03+04:00

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ მაღალი სასურსათო ფასების პრობლემაზე ისაუბრა და საქართველოს პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა, ხოლო, სამართალდამცავ უწყებებს, ამ საკითხის დეტალურად მოკვლევა დაავალა. კობახიძემ სამომხმარებლო ფასების დარეგულირების მიზნით, სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან მუშაობაც დაანონსა. მმართველ პარტიაში პრემიერის ამ ინიციატივას მიესალმნენ - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება დაბალ ინფლაციური გარემოს შენარჩუნებას და ფასების სტაბილურობას ხელს შეუწყობს. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ შემდეგი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, რადგანაც, მათივე შეფასებით, ფასების ზრდის რეალური მიზეზი ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.