„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. კომპანიის 30 თანამშრომელი „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა.
პაპავა აცხადებს, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ დედაქალაქზე და ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.