ახლო აღმოსავლეთში 2-წლიანი ომის შემდეგ, კათოლიკე მორწმუნეები ბეთლემში შობის აღსანიშნად კვლავ შეიკრიბნენ - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში 2-წლიანი ომის შემდეგ, კათოლიკე მორწმუნეები ბეთლემში შობის აღსანიშნად კვლავ შეიკრიბნენ

2025-12-25 10:08:43+04:00

ახლო აღმოსავლეთში 2-წლიანი ომის შემდეგ, კათოლიკე მორწმუნეები ბეთლემში შობის აღსანიშნად კვლავ შეიკრიბნენ. ათასობით პალესტინელმა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ტურისტებმა მანგერის მოედანზე შობა ერთად იზეიმეს. მომლოცველები ტრადიციულად ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში შეიკრიბნენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქში ტურიზმი შემცირებული, საშობაო ღონისძიებები კი გაუქმებული იყო. ამასთან, რომის პაპმა ლეო 14-მ წმინდა პეტრეს ბაზილიკში შუაღამის საშობაო წირვა პირველად აღავლინა. წმინდა პეტრეს ტაძარში, პუანსეტიებით მორთულ უზარმაზარ ბაზილიკაში, წირვას დაახლოებით 6000 ადამიანი დაესწრო, 5000 ადამიანი კი წირვას გარეთ, მოედანზე, გიგანტურ ეკრანებზე ადევნებდა თვალს.