ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებას ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი ზომები მიუღებელია მოკავშირეებისთვის, პარტნიორებისა და მეგობრებისთვის. აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით კაია კალასიც საუბრობს და აცხადებს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მიუღებელია და ევროკავშირის სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა.სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია. აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, სადაც აშშ-ის ხელისუფლებისაგან განმარტებებს მოითხოვენ.