თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ - Palitra News

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ

2025-12-25 11:44:52+04:00

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, პოლიციამ 115 ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ.

„სტამბოლის პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები შობისა და ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნისას თურქეთში, კერძოდ, არამუსლიმების წინააღმდეგ, თავდასხმებს გეგმავდნენ“, - განაცხადა სტამბოლის პროკურატურამ.

პროკურატურის ცნობით, პოლიციამ სტამბოლში ჩხრეკა 124 ობიექტზე ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.