წინასწარ პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ვიდრე ის საქმის მასალებს არ გაეცნობა, არ აქვს სურვილი სხდომას დაესწროს - Palitra News

წინასწარ პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ვიდრე ის საქმის მასალებს არ გაეცნობა, არ აქვს სურვილი სხდომას დაესწროს

2025-12-25 13:13:22+04:00

წინასწარ პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ვიდრე ის საქმის მასალებს არ გაეცნობა, არ აქვს სურვილი სხდომას დაესწროს. მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 16 თებერვალს ჩაინიშნა. „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას, თავად მმართველი გუნდის წევრები კორუფციასთან ბრძოლის წარმატებულ შედეგს უწოდებენ, თუმცა ამის საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ ლილუაშვილის დაკავება „ქართული ოცნების“ შიდაკლანურ დაპირისპირებას უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა მოჩვენებითი პოლიტიკის ნაწილია, რადგან მმართველ პარტიას ამ მიმართულებით აქამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.