მთავრობის წარმომადგენლები და „ქართული ოცნები“ ლიდერები კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს ულოცავენ.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით განცხადება ბიძინა ივანიშვილმაც გამოაქვეყნა - ის წერს, რომ უკვე 48 წელია კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, რწმენასა და სამშობლოს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.
მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თითქმის ნახევარი საუკუნეა, ილია II, წინ მიუძღვის საქართველოს.
ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავი თბილის მერმაც მიულოცა. როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, დიდია ილია მეორის ღვაწლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებასა და ერში რწმენის განმტკიცებაში.