სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართული პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს - Palitra News

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართული პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

2025-12-25 13:16:56+04:00

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართული პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს.

მათ შორის გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, ინდოეთში, კატარში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს სოფლის განვითარების სააგენტო პირველად მიიღებს მონაწილეობას საუდის არაბეთში საერთაშორისო გამოფენაში.