აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა, მიღწეული შედეგები აღნიშნა და მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა.