რომის პაპმა ლეო XIV-მ საშობაო მესა პირველად აღავლინა - Palitra News

რომის პაპმა ლეო XIV-მ საშობაო მესა პირველად აღავლინა

2025-12-25 13:19:19+04:00

რომის პაპმა ლეო XIV-მ საშობაო მესა პირველად აღავლინა. წმინდა პეტრეს ბაზილიკში კათოლიკური ღვთისმსახურება ვატიკანის დროით საღამოს, 10:00 საათზე დაიწყო. შობის სცენისკენ მიმავალ რომის პაპს ათი ბავშვი მიჰყვებოდა – სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, მოზამბიკიდან, პარაგვაიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან. მათ შობის სცენა ყვავილებით შეამკეს. სადღესასწაულო მესას ასობით ადამიანი დაესწრო. მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც. კათოლიკურ ღვთისმსახურებამდე, რომის პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე ჩავიდა და დალოცა მორწმუნეები, რომელთაც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შესვლა და საშობაო მესაზე დასწრება ვერ შეძლეს.