თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმ სამოქალაქო აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ტროტუარის ხელოვნურად ბლოკირებას ედავება.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი აქტივისტის, ანი ახმეტელის პროცესი რამდენიმე კვირით გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ანი ახმეტელი ერთი მხრივ, იმ შეკრებაზე იმყოფებოდა, რომელიც კანონდარღვევით მიმდინარეობდა, მეორე მხრივ კი რუსთაველზე მისი ყოფნით საფეხმავლო მოძრაობას აფერხებდა. ამ საკითხს ასევე პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა.თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მერაბ პაპაშვილი მუშაობს და ბოლო ცნობებს სწორედ მისგან მოვისმენთ.