სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი წარადგენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც გასაჩივრდება პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში წელს შეტანილი რიგი ცვლილებები. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, საქმე ეხება არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას და მათ შორისაა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი - იოსელიანი განმარტავს, რომ ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა, უალტერნატივოდ პატიმრობები შემოვიდა, ასევე დაწესდა და შემდეგ გაიზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვაზე და სახის ნიღბებით დაფარვაზე.
კიდევ რაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა და როგორ გამოეხმაურნენ მის ინიციატივას მმართველ პარტიაში - თემის დეტალებით მაგდა ბლუაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში.